ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ, პროფესორმა მამია ფაღავამ, სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ორჰან ბერიძემ, მწერლებმა: დავით თედორაძემ, ვახტანგ ღლონტმა, პაატა აბაშიძემ, ბელა ქებურიამ და ქალთამზე ანა სურმანიძემ.

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები რამდენიმე ათეული წელია კომპლექსურად იკვლევენ ისტორიული სამხრეთ საქართველოს ისტორიის, ენის და კულტურის საკითხებს. ემერიტუს-პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ 1999 წელს დაიწყო ,,ჩვენებურების“ ქართულის შესწავლა. იმერხევში ნიკო მარის 1904 წლის მოგზაურობის შემდეგ ეს იყო პირველი ენათმეცნიერული ექსპედიცია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

პროფესორ მამია ფაღავას ხელმძღვანელობით ქართველოლოგიის ცენტრმა 1995 წლიდან დღემდე არაერთი კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია ჩაატარა ისტორიულ სამხრეთ საქართველში. სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს არაერთი ნაშრომი, რომლებშიც შესწავლილია თურქეთის საქართველოს ისტორიის, ენის, მატერიალური კულტურის, ფოლკლორის, ეთნოგრაფიისა და მეტყველების პრობლემები.

ორჰან ბერიძემ დააარსა სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც იქმნება ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ და აღინიშნება ქართული ეროვნული დღესასწაულები.

ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია პროფესორ შორენა მახაჭაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს სტუდენტებმა: ნუკრი კახაბერიძემ,  გელა აროშიძემ, ალექსანდრე ვართმანიძემ, თემურ ტარიელაძემ, ლანა მიქელაძემ, ქრისტინა ჩიკვაიძემ, ანანიძე სალომემ, აბაშიძე სალომემ,  ლილია თავდგირიძემ, თეა ვაშაყმაძემ, თათია პაქსაძემ. კომპოზიცია მუსიკალურად გააფორმეს მომღერლებმა დათა მჟავანაძემ და ზურა დევაძემ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბსუ-ს გოგონათა ხალხური სიმღერის ანსამბლი „თირინი“ და ბსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა