ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენციაზე აჭარის საჯარო სკოლების 50-ზე მეტი XI-XII კლასის მოსწავლე მოხსენებებს წარმოადგენს ისტორიის, კულტურის, ენისა და ლიტერატურის აქტუალურ საკითხებზე. მოსწავლეთა სამეცნიერო კონფეფენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გაღრმავებას, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, კვლევითი უნარების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.

სესიის მუშაობა წარიმართა შემდეგი სექციების მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ურთიერთობები და  ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიული, ლიტერატურული ურთიერთობები.

ბსუ-ს მოსწავლეთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა