ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დირექტორის პოზიციაზე გამოცხადდა ვაკანსია

სურათი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის მიმართულებით ცხადდება ვაკანსია დირექტორის პოზიციაზე. დაინტერესებული აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, ან სხვა მომიჯნავე დარგში, უნდა ჰქონდეს განხორციელებული კვლევები და სამეცნიერო პუბლიკაციები საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ლიტერატურასა და პოლიტიკაზე, ასევე, უნდა გააჩნდეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ასისტენტების მართვისა და ფორმალური სამეცნიერო პრეზენტაციების წარდგენის გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი უნდა ფლობდეს ქართულ ენას და ჰქონდეს ქვეყანაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი აღწერილობა:

ქართველოლოგიის პროგრამის აკადემიური საქმიანობის განსაზღვრა და განხორციელება;

სამუშაო გეგმებისა და განხორციელების სტრატეგიების შემუშავება;

დევისის ცენტრისა და დამფინანსებელი ორგანიზაციისთვის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ზედამხედველობის გაწევა პროგრამის კოორდინატორისთვის, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამების ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, და სტუდენტთა კვლევის ასისტენტისთვის, რომელიც ხელს უწყობს კვლევით და სასწავლო საქმიანობას.

ცენტრი აღნიშნული თანამდებობისთვის ვიზის სპონსორობას არ ითვალისწინებს და აპლიკანტს განაცხადის წარდგენის პერიოდში უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი სამუშაო ვიზა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: https://sjobs.brassring.com/TGnewUI/Search/Home/Home?partnerid=25240&siteid=5341#jobDetails=2 007041_5341

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა