ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - II“

სურათი

ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - II“ გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია 13 სექციაში იმუშავებს და მასში 350-მდე ქართველი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი, რუსი, პოლონელი, აზერბაიჯანელი, ავსტრიელი, თურქი, ირანელი პროფესორ-მასწავლებელი და  მკვლევარი მოხსენებას წარმოადგენს ჰუმანიტარული მეცნიერებების აქტუალურ პრობლემებზე. საერთაშორისო სამეცნიერო სესიის მონაწილეები განიხილავენ ინფორმაციულ საზოგადოებაში ჰუმანიტარული მეცნიერებების ახალ გამოწვევებს და ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგებს.

ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების ტენდენციებისა და პრობლემატიკის ანალიზი მის ცალკეულ (ფილოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, სოციოლოგია, განათლება, მასმედია და კულტურათაშორისი ურთიერთობები და ა. შ.) დარგებში ხელს შეუწყობს არა მარტო სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას, არამედ საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს მოახდინონ თავიანთი თვალსაზრისის ვერსიფიკაცია.

საერთაშორისო კონფერენცია იმუშავებს შემდეგ სექციებში:

  • ქართველური ენათმეცნიერების სექცია
  • ლექსიკოგრაფიისა და კორპუსის ლინგვისტიკის სექცია
  • ევროპეისტიკისა და სლავისტიკის სექცია
  • სემიოტიკის სექცია
  • თარგმანმცოდნეობის სექცია
  • ქართული ლიტერატურათმცოდნეობისა და ფოლკლორისტიკის  სექცია
  • ლიტერატურის თეორიისა და უცხოური ლიტერატურის სექცია
  • კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის სექცია
  • განათლების მეცნიერების სექცია
  • მასმედიისა და კულტურათშორისი ურთიერთობების სექცია
  • ისტორიისა და ეთნოლოგიის სექცია
  • არქეოლოგიის სექცია

ფილოსოფიის, სოციოლოგიის, რელიგიათმცოდნეობის სექცია


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა