28 ოქტომბერი 2014 წელი
პროფესორმა ჯოანა შერშუნოვიჩმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ორი საჯარო ლექცია წაიკითხა თემებზე: „ეთნიკური სტერეოტიპები ფრაზეოლოგიაში (Ethnic Stereotypes Reflected in Phraseology: A Contrastive Perspective)“ და „ლაკუნარობის ფენომენის ლინგვო-კულტურული კვლევა (The Phenomenon of Lacunarity in Linguo-Cultural Research)“. პოლონეთის ბიალასტოკის უნივერსიტეტის პროფესორი ფრაზეოლოგიის საკითხებზე და კვლევის თანამედროვე მეთოდებზე მუშაობს. პოლონელი მკვლევარი ფრაზეოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ევროფრაზის სამეცნიერო საბჭოს წევრი და ფრაზეოლოგიის კონტინენტშორისი სამეცნიერო გრანტის ხელმძღვანელია. პროფესორ ჯოანა შერშუნოვიჩს გამოცემული აქვს ასზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ორი სახელმძღვანელო.