30 მაისი 2014 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტემენტის ორგანიზებით ისტორიკოსის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს და ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები შეაჯამეს. ასევე გაიხსენეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ისტორიკოსები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.