ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და თურქულენოვანი წიგნების კითხვის კონკურსი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქეთისმცოდნეობისა და თურქული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა თემაზე: „მეგობრობა“ რამდენიმე ღონისძიება გამართეს. მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებმა საკუთარი ფილმები წარმოადგინეს, რომელთა შორის საუკეთესოდ თურქეთისმცოდნეობის III კურსის სტუდენტ ნანა გამყრელიძის ფილმი დასახელდა. თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულმა ქალაქ ბათუმში ერგინ არიქანმა გამარჯვებული დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა. სტუდენტებმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოაჩინეს თურქულენოვანი წიგნების კითხვაშიც. თურქულენოვანი წიგნების კითხვის შეჯიბრშიც ამავე კურსის სტუდენტებმა ნანა გამყრელიძემ და მალვინა მსახურაძემ გაიმარჯვეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა