ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში“

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გამართულ მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში“ - მიიღეს მონაწილეობა. სამდღიანი კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საკითხების, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, რეგიონში კვლევას და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესწავლას მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მიესალმა, ხოლო პლენარული სესია მისიის უფროსის მოადგილემ ბრიჯით ბრინქმა გახსნა. კონფერენციის მოხსენებების თემატიკა მოიცავდა ისტორიას, პოლიტიკას, განათლებას, რელიგიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, მასმედიას, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ. ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორმა თამილა დავითაძემ მოხსენება წარადგინა თემაზე: „პროტესტი, როგორც პოეტური განწყობის ხერხი ენ სექსტონის პოეზიაში“, ევროპეისტიკის დეპარტამენტის დოქტორანტმა, მოწვეულმა სპეციალისტმა ანა ჯიოშვილმა - „არქეტიპები ჯონ ფაულზის რომანში „ჯადოქარი“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა