ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

ძვირფასო კონფერენციის მონაწილეებო!

გაცნობებთ, რომ თქვენი მოხსენება ჩართულია კონფერენციაში (იხ. კონფერენციის პროგრამის სამუშაო ვერსია) და 21-22-23 ოქტომბერს გიწვევთ სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

გაცნობებთ, რომ კონფერენცია ნაწილობრივ დააფინანსა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. დაფინანსება მოიცავს:

  •      22-23 ოქტომბერს საუზმეს, ლანჩს, ყავის შესვენებას
  •      საკონფერენციო ჩანთების დამზადებას
  •      საკონფერენციო მასალების - პოსტერების, პროგრამების დაბეჭდვას
  •      კონფერენციის შემდგომ შერჩეული მოხსენებების ბეჭდვას ორ ტომად: 1) სემიოტიკის მე-16  ნომერი;   2) ჰუმანიტარული კვლევები (ერთტომეული)
  •      აგრეთვე მხოლოდ კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო საბჭოს სასტუმროს ხარჯებს

დაფინანსება არ ითვალისწინებს: გზის ხარჯებს და სასტუმროს ხარჯებს.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, უნდა გადაიხადოთ აგრეთვე კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა 50 ლარი, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. თანხის ჩარიცხვის დედლაინია: 26 სექტემბერი (დღის ბოლომდე).

სარეგისტრაციო თანხა უნდა გადაიხადოთ შემდეგ ანგარიშზე (აუცილებლად უნდა მიუთითოთ დანიშნულება):
მიმღების ბანკი  - სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7519;
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: კონფერენცია-„სემიოტიკა-7“

გთხოვთ, გაეცნოთ კონფერენციის პროგრამას (სამუშაო ვერსიას) და უზუსტობის ან რაიმე ცვლილების შემთხვევაში, დროულად დაგვიკავშირდეთ: semiotics@iliauni.edu.ge
პატივისცემით,

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა