ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები ვარშავის უნივერსიტეტთან

სურათი

ბსუ-ს დოქტორანტი, იუნესკოს სტიპენდიანტი კახაბერ ქამადაძე, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო იუნესკოს პროგრამით განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებაში. ვიზიტის მიზანს  ვარშავის უნივერსიტეტისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკებში დაცულ მდიდარ არქეოლოგიურ ლიტერატურაზე მუშაობა წარმოადგენდა. ასევე, უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტში, ჩატარებულ სემინარებსა და ვორქშოპებში  მონაწილეობა და პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება.

პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა არქეოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან, რომლებსაც კ. ქამადაძემ წაუკითხა ლექცია თემაზე: ,,2016 წლის ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია გონიოს ციხეში და მისი შედეგები“.
აღსანიშნავია, რომ  ვიზიტი დაემთხვა ვარშავის უნივერსიტეტის 200 წლის იუბილეს. ამ თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები და სამეცნიერო კონფერენციები.  განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც  შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს მიეძღვნა და პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას პატრონაჟით ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართველი, პოლონელი, და ფრანგი მეცნიერები, მათ შორის ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ემზარ კახიძე.

პროექტი ნაყოფიერი გამოდგა როგორც სამეცნიერო, ისე შემეცნებითი კუთხით. დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის კიდევ უფრო  გაღმრავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. 


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა