ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს + პროექტის „MOVEx - ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შემუშავება“ ფარგლებში გაიხსნა საკონსულტაციო ოფისი, რომელიც მდებარეობს ბსუ-ს II კორპუსში, ოთახი #222. (კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სხდომის ოქმი #23 – 21 /2, 11.04.2024 წელი). ოფისის მიზანია სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ვირტუალური გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ პირებზე მომსახურების უზრუნველყოფა.
სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ვირტუალური გაცვლითი პროგრამების შესახებ მეტი გაიგონ, შეუძლიათ მიმართონ ოფისს შემდეგ საათებში: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 14:00
უკან |