განათლების ფაკულტეტი

უნივერსიტეტში ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრი გაიხსნება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა უსინათლოთა და მცირე მხედველ ადამიანთა გადაადგილების, ორიენტაციისა და საყოფაცხოვრებო უნარების განვითარების ტრენინგი და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში ამიერკავკასიასა და საქართველოში პირველი უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა კონსულტირების ცენტრი გაიხსნება. ბსუ-ს ინიციატივითა და მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის „ბლისტას“ მხარდაჭერით შექმნილი ცენტრი დახმარებას გაუწევს უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს.

ტრენინგი 2017 წლის ოქტომბერში, უნივერსიტეტში დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები და საჯარო სკოლების მასწავლებლები. გერმანიის ქალაქ მარბურგის უსინათლოთა საგანმანათლებლო ცენტრის „ბლისტას“ ტრენერების დახმარებით სასწავლო კურსის მონაწილეები დაეუფლნენ ტექნიკას, რომელიც უსინათლო ბავშვებთან მუშაობისას, მათი დამოუკიდებლობისა და სოციალიზაციის გასაზრდელად გამოადგებათ.  გაკვეთილები მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. ტრენინგის ფარგლებში, თვალახვეული მონაწილეები  სივრცეში ორიენტირებასა და საყოფაცხოვრებო დავალებებს ასრულებდნენ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებებიც: იმუშავეს უსინათლო ბენეფიციარებთან და დაამზადეს რელიეფური მაკეტები.

12-16 თებერვალს  ტრენინგის მონაწილეებმა ჩააბარეს გამოცდები გერმანელ ტრენერებთან.

პროექტი ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მარლბურგის არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის უსინათლოთა სკოლის მეგობრების“, უსინათლოთა და მცირემხედველთა საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ორგანიზებით განხორციელდა. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა