|
უნივერსიტეტის სიახლეები
ბათუმის I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში
მიმდინარეობს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია
საერთაშორისო კონფერენცია „ბათუმი – გაზაფხული - 2010“
სტუდენტთა საყურადღებოდ! სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამა
უნივერსიტეტის პირველი საფეხურის (ბაკალავრი) სტუდენტებისათვის
08 მარტი 2010
ქალთა საერთაშორისო დღე
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქალბატონებს 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ბედნიერებას, სიკეთეს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს პედაგოგიურ, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობაში.
|
05 მარტი 2010
რსუ-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა და საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსის შაქრო ფალავანდიშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს პროფესორის სამეცნიერო მიღწევები და გაიხსენეს მის მიერ განვლილი გზა
... სრულად »
|
04 მარტი 2010
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს ღია კარის დღეებს გურიისა და სამეგრელოს რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში დანერგილი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისი სწავლების პირობები გააცნეს და რსუ-ს პარტნიორი უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა შესთავაზეს
... სრულად »
|
03 მარტი 2010
დედის დღე
ძვირფასო ქალბატონებო, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაცია და სტუდენტები გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლესა და ღირსეული შვილების აღზრდას. უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!
|
01 მარტი 2010
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი რსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცდონეობის ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკას სტუმრობდა. დიპლომატმა კლინიკის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მომავალ იურისტებს არჩეული პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ბატონ ჯონ ბასის განცხადებით, იურიდიული კლინიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაში
... სრულად »
|
23 თებერვალი 2010
ღია კარის დღეების ფარგლებში უნივერსიტეტის წარდგინება გაიმართა ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონების საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელებისთვის. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ სტუდენტებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების პირობები გააცნეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გაზეთ ,,ბათუმის უნივერსიტეტის“ სპეციალური გამოშვება დაურიგდათ, რომლის საშუალებითაც აბიტურიენტები მათთვის საჭირო ინფორმიაციას დეტალურად გაეცნობიან
... სრულად »
|
20 თებერვალი 2010
ღია კარის დღე
ღია კარის დღეები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სააქტო დარბაზში, ბათუმის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრით დაიწყო. ერთთვიანი პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის აბიტურიენტთათვის რსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, სერვისების, უცხოეთთან ურთიერთობების, სტუდენტური ცხოვრების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სოციალური პროგრამებისა და საკვირაო სკოლის პრეზენტაციას ითვალისწინებს.
|
18 თებერვალი 2010
შოთა რუსთაველის დარბაზში პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,კვანტური ინფორმატიკა და მიკრო, ნანო და პიკოტექნოლოგიები“. მეცნიერმა შეკრებილ საზოგადოებას საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ფარგლებში განხორციელებული ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევების შედეგები გააცნო
... სრულად »
|
17 თებერვალი 2010
ახალი აკადემიური წოდება
რსუ-ს აკადემიურმა საბჭომ განსაკუთრებული დამსახურე- ბისათვის ემერიტუსის წოდება მიანიჭა უნივერსტეტის შვიდ სრულ პროფესორს: აკაკი ბერიძეს, ამირან კახიძეს, ბიჭიკო დიასამიძეს, ანზორ დიასამიძეს, მურმან დავითაძეს, რევაზ ზოსიძესა და თემურ გოგმაჩაძეს. უნივერსიტეტის რექტორმა დამსახურებულ პროფესორებს მადლობა გადაუხადა უმაღლესი სასწავლებლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აკადემიური საბჭოს სახელით სიგელები გადასცა
... სრულად »
|
12 თებერვალი 2010
რსუ-ს საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, აღიარებული მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტისა და ქართული მათემატიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის დურსუნ ბალაძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის ცხოვრება და მოღვაწეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
... სრულად »
| |