ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკორულმა ანსამბლმა “თირინმა“ საერთაშორისო საშობაო ფესტივალის „ჩვენ ერთად“ გრანპრი მოიპოვა. ფესტივალი ბელორუსიის რესპუბლიკის ქალაქ ბრესტში ახალგაზრდა შემოქმედთა ბრესტის სახელმწიფო საოლქო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედებითი ჯგუფები ღებულობდნენ მონაწილეობას. უნივერსიტეტი ულოცავს ფოლკორულ ანსამბლს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |