საგარეო ურთიერთობათა სამსახური

მევლანას გაცვლითი პროგრამა

Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს შორის. Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა ფინანსდება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი (მინიმუმ) ან ორი (მაქსიმუმ) სემესტრის განმავლობაში. აკადემიურ პერსონალს შეუძლია ლექციების ჩატარება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი კვირიდან (მინიმუმ) სამი თვის განმავლობაში (მაქსიმუმ).

იმისათვის, რომ გაცვლით პროგრამა Mevlana - ში სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა ისინი უნდა იყვნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, უნდა ჰქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება (ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 2,5 და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 3  და ფლობდნენ ინგლისურ ან თურქულ ენას. კონკურში გასულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გადმოაგზავნონ საბუთების დასკანერებული ვერსია შემდეგ ელ. ფოსტაზე: ird@bsu.edu.ge (სათაურის ველში მიუთითეთ MEVLANA):

  1. აპლიკაცია (ორი აპლიკაცია);
  2. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  3. ნიშნების ფურცელი - ინგლისურად.
  4. ინგლისური (არანაკლებ B1 საფეხურისა) ან თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/სერტიფიკატი) - ქართულად.

საბუთების მიღება იწარმოებს 20 თებერვალი - 26 თებერვლის ჩათვლით;

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

 Mevlana- გაცვლითი პროგრამის ვებგვერდი

პროექტის პრეზენტაცია.


პროექტს კოორდინირებას უწევს საგარეო ურთიერთობათა და  სტრატეგიული განვითარების სამსახური. (ელ. ფოსტა ird@bsu.edu.ge; ოთახი №35).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა