სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ERASMUS+ CREDIT MOBILITY რეგისტრაცია

2017-2018  სასწავლო წლისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ  ერასმუს+ საგრანტო პროექტის  ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:

მობილობა უნდა განხორციელდეს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

მობილობის ხანგრძლივობა  ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის:  5 თვე

კონკურსში მონაწილეობის პირობები :

  • სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
  • არ უნდა იყოს ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი;
  • არ უნდა ჰქონდეს მიღებული ერასმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საგანმანათლებლო საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში (შესაძლებელია აირჩიოს ყველა შემოთავაზებული უსდ პარალელურად).

შენიშვნა:

  • ზალცბურგის უნივერსიტეტის  მოთხოვნის შესაბამისად  აუცილებელია  ინგლისური  (B 1.2.  დონე)   და გერმანული ენების  (A2 დონე) ცოდნა.

სტიპენდია მოიცავს თვიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯებ.

სტიპენდია არ ითვალისწინებს  სავიზო ხარჯებ და საერთაშორისო დაზღვევ ანაზღაურებ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 2017 წლის 31 მარტი, 18:00 საათი

მსურველებმა  უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ- კანცელარიაში

სტუდენტთა რეგისტრაცია  (ნიშნების ფურცელი  მხოლოდ რეგისტრაციის დროს  შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულ ენაზე)

მობილობა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით (იხილეთ დანართი)

საბუთები:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • წინარე განათლების საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის დანართი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები:

  • სააპლიკაციო დოკუმენტების  ნამდვილობის დადგენა
  • სტუდენტთა ტესტირება ინგლისურ ენაში (B1.2.)
  • სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა