ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურში სტაჟიორთა შესარჩევად 22 დეკემბრიდან არაუმეტეს 2 თვის ვადით. წარმატებული სტაჟიორები შესაძლებელია დასაქმდნენ ექვს თვიანი კონტრაქტით. (სარგო 500 ლარი)
სტაჟიორთა ფუნქციები
სტაჟიორებმა სტაჟირების პერიოდში უნდა შეასრულონ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები:
• უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკის გამართვა და პროგრამული უზრუნველყოფა;
• ინტერნეტის ქსელის გამართვა;
• Wi-fi -ის გამართვა;
• უნივერსიტეტისათვის საჭირო სხვადასხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების გაწევა;
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ტექნოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულების მე-3/მე-4 კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებს და ამავე მიმართულების კურსდამთავრებულებს.
სტაჟიორების მსურველებმა 2016 წლის 5 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) CV ;
გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად ან დიპლომის ასლი (კურსდამთავრებულებისათვის);
დ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ე) ცნობა სოციალურად დაუცველის შესახებ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, I კორპუსის 57-ე აუდიტორიაში გასაუბრების შედეგად შეირჩევა 4 სტაჟიორი (ორ-ორი სტაჟიორი, დღის პირველ და მეორე ნახევარში სამუშაოდ).
დანართიუკან |