ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირი ბულგარეთში სხვადასხვა ქვეყნის სწავლულმა ეკონომისტებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ბანკირებმა 1991 წელს დაარსეს. დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება მიზნად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მხარდაჭერა. კავშირი მონაწილეობს სხვადასხვა რეგიონსა და სახელმწიფოში, ოფშორულ და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში საფინანსო, სამეწარმეო და სხვა სტრუქტურების შექმნაში, რაც ითვალისწინებს ახალი პროდუქტების წარმოებას, მომსახურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და კადრების მომზადებაში და სხვ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.iuecon.org
უკან |