ფონდი ევრაზია უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და კონკრეტულ მეწარმეობას 12 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, მოლდოვეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უკრაინასა და უზბეკეთში.
ფონდი ევრაზია იღებს ძირითად დაფინანსებას საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტოს (UშAID) მიერ, ასევე, დამატებით დახმარებას სხვა ფონდებისაგან, კორპორაციებისაგან, კერძო პირებისა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებისაგან.
ფონდი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:
- მცირე ბიზნესით დაკავების პროგრამა.
- ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური კვლევების მხარდაჭერის კონსორციუმი.
- მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების მხარდამჭერი პროგრამა
ფონდი ახორციელებს თავის საქმიანობას ოფისების ქსელის მეშვეობით, რომლებიც განლაგებულია ალმაატაში, ბაქოში, ვაშინგტონში, ვლადივასტოკში, სომხეთში, კიევში, მოსკოვში, სარატოვში, ტაშკენტსა და თბილისში. ასევე, დამატებით, ფონდის წარმომადგენლების მხრიდან, აშხაბადში, ბიშკეკში, გიუმრში, დუშანბეში, კიშინიოვში, მინსკსა და სამხრეთ სახალინზე.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eurasia.org
უკან |