ვაკანსიები

სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა შესარჩევად, 15 დეკემბრიდან არაუმეტეს 2 თვის ვადით. წარმატებული სტაჟიორები შესაძლებელია დასაქმდნენ 6-თვიანი კონტრაქტით. (სარგო 500 ლარი)

სტაჟიორთა ფუნქციები

სტაჟიორებმა სტაჟირების პერიოდში იურიდიული დეპარტამენტის პერსონალის კოორდინებით უნდა შეასრულონ დეპარტამენტისათვის   დაკისრებული ფუნქციები:

• სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
• სასამართლო/სააღსრულებო დოკუმენტაციის მომზადება;
• მონაწილეობა სასამართლო პროცესებში;
• სააღსრულებო წარმოებაში საქმეების წარმართვა;

კონკურსის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის მე-3/მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს და ამავე მიმართულების  კურსდამთავრებულებს.

სტაჟიორების მსურველებმა 2016 წლის 5 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) CV ;
გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად ან დიპლომის ასლი (კურსდამთავრებულებისათვის);
დ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ე)  ცნობა სოციალურად დაუცველის შესახებ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შესარჩევი კონკურსი  ჩატარდება 13/14 დეკემბერს. გასაუბრების შედეგად შეირჩევა 4 სტაჟიორი (ორ-ორი სტაჟიორი, დღის პირველ და მეორე ნახევარში სამუშაოდ).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა