კულტურა

სტუდენტური დასი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასი ,,თეატრონი’’ 2008 წლიდან მოქმედებს. დასი თეატრით დაინტერესებულ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს აერთიანებს.

სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტებს  საშუალება ეძლევათ  თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ და უნივერსიტეტის დასის მსახიობები გახდნენ. სტუდენტების შესარჩევად, ყოველწლიურად  კასტინგი იმართება. ამჟამად, სტუდენტურ თეატრში 30-მდე სტუდენტია გაერთიანებული. 

მიღწევები

დასი, ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობს თბილისის სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში ,,ნიღაბი’’, სადაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

2015 წელს, ,, თეატრონი“ მიწვეული იყო საფრანგეთში, ქალაქ პარიზში , ქართული კულტურის კერა „ლაზის“  მიერ. სადაც, დასი მაყურებლის წინაშე  სპექტაკლით წარსდგა სახელწოდებით  ,,ნაფტალინი’’.  სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

2017 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა ლატვიის სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე „მაისის ორი საღამო“  „ოჯახური იდილია“  წარადგინა და  საუკეთესო სპექტაკლის შესრულებისათვის სპეციალური ჯილდოთი დასაჩუქრდა.

 

2019  წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური დასის „თეატრონის“ სპექტაკლი „არტ-ხელოვნება“ ბათუმის სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის „დებიუტის“ ჟიურის რჩეულ სპექტაკლად დასახელდა.

სპექტაკლები

2008 წელი -  ,,უცხო ჩიტი’’

2012 წელი - ,,ქართველები ‘’

2013 წელი -   ,,ლივ შტაინი’’

2014 წელი -  ,,ნაფტალინი’’

2015 წელი - ,,ოჯახური იდილია’’

2016 წელი - ,,დარისპან ქარსიძე''

2017  წელი - „იასამანი’’

2018 წელი - „ოსკარი“

2019 წელი - „არტ ხელოვნება“,   „ფერონი“
 

დასის რეპეტიციები მიმდინარეობს ყოველდღე, სააქტო დარბაზში, 18:00 საათიდან.ე

დასის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი, ტელ:  599 190 467


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა