ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ კომპანია EBSCO-თან ერთად, ბიბლიოთეკის კვირეულში 19 აპრილს, ქ. თბილისში ჩაატარა სემინარი, რომლის მიზანი აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული პლატფორმის საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში გამოყენების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება იყო.

სურათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა გიგა ხოსიტაშვილმა და ლალი კახიძემ წაიკითხეს თემა: ,,ელექტრონული რესურსები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში-ილიაუნის ქეისი". ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა თათია ბერიანიძემ -,,ელექტრონული რესურსების გამოყენება". EBSCO-ს საინფორმაციო რესურსების წარმომადგენელმა ირინა კრეიცაროვმა და EBSCO-ს ტრენერმა თამილა მირკომალოვამ წარმოადგინეს პრეზენტაცია ,,აკადემიური ბაზებისა და ელექტრონული რესურსების როლი სამეცნიერო კვლევებში" და ,,EBSCO-ს ბაზებისა და ელექტრონული წიგნების ეფექტური გამოყენება."


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა