ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა

სემინარები ბსუ-ს ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის

სურათი

21-23 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიობლიოთეკას სტრუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ციური კოჭლაშვილი და ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი, ბატონი გურამ თაყნიაშვილი. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ბსუ-ს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს გააცნეს საბიბლიოთეკო საქმეში მიმდინარე სიახლეები და პროფესიულ პროგრამაში „ბიბლიოთეკარი“ ჩართული პერსონალისთვის ჩაატარეს სპეციალური სემინარები. სემინარების პროგრამა ითვალისწინებდა პროფესიული პროგრამის ცალკეული მოდულის სწავლებისა და შეფასების თავისებურებებისა და მეთოდიკის გაცნობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა