შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცეს კრებული - ,,წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“, I - კრებულში წარმოდგენილია საზღვარგარეთ, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, შემონახული ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუშები.
იგი ბევრ ახალ ცნობას მიაწვდის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ენათმეცნიერების (დიალექტოლოგიის),ლიტერატურისმცოდნეობის, თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის უახლესი ისტორის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებსა და მკითხველ საზოგადოებას.
უკან |