ასისტენტ პროფესორმა კახა ფალავანდიშვილმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა სახელმძღვანელო ,,სამეცნიერო კვლევის მეთოდები ‘’. რომლის ავტორები არიან გიორგი და ალექსანდრე ღლონტები.
ნაშრომში გადმოცემულია სამეცნიერო კვლევის, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების ფენომენის თეორია და მეთოდოლოგია. სახელმძღვანელოს დიდი ნაწილი ეთმობა სოციალური მეცნიერებისა და იურისპრუდენციის სფეროში სადოქტორო დისერტაციის მომზადებასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხების განხილვას.
წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს დისერტაციაზე მომუშავე, სასწავლო პროცესში ჩართულ პირებსა და მკვლევართა ფართო აუდიტორიას.
უკან |