ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა შესარჩევად, 15 დეკემბრიდან არაუმეტეს 2 თვის ვადით. წარმატებული სტაჟიორები შესაძლებელია დასაქმდნენ 6-თვიანი კონტრაქტით. (სარგო 500 ლარი)
სტაჟიორთა ფუნქციები
სტაჟიორებმა სტაჟირების პერიოდში იურიდიული დეპარტამენტის პერსონალის კოორდინებით უნდა შეასრულონ დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციები:
• სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
• სასამართლო/სააღსრულებო დოკუმენტაციის მომზადება;
• მონაწილეობა სასამართლო პროცესებში;
• სააღსრულებო წარმოებაში საქმეების წარმართვა;
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის მე-3/მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს და ამავე მიმართულების კურსდამთავრებულებს.
სტაჟიორების მსურველებმა 2016 წლის 5 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) CV ;
გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად ან დიპლომის ასლი (კურსდამთავრებულებისათვის);
დ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ე) ცნობა სოციალურად დაუცველის შესახებ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 13/14 დეკემბერს. გასაუბრების შედეგად შეირჩევა 4 სტაჟიორი (ორ-ორი სტაჟიორი, დღის პირველ და მეორე ნახევარში სამუშაოდ).
უკან |