ვაკანსიები

ELSA Georgia - სამართლის სკოლა და იმიტირებული სასამართლო პროცესი

სურათი

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო (ELSA Georgia), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის CLDP-ის პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით გთავაზობთ სამართლისა სკოლასა და იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩემპიონატს თემაზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“.

აღნიშნული პროექტის მიზანია, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და დარგის პოპულარიზაცია. ამასთანვე, მონაწილეთა უზრუნველყოფა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნით. სამართლის სკოლის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცების შესაძლებლობა მონაწილეებს ექნებათ იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე, ხოლო უკანასკნელი ხელს შეუწყობს იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც მნიშვნელოვანია მომავალი იურისტისათვის.

სამართლის სკოლასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის III და IV კურსის (მე-6 სასწავლო სემესტრიდან) და მაგისტრატურის მოქმედი სტატუსის მქონე სტუდენტებს.

სამართლის სკოლა გაიმართება 2017 წლის 1-4 ივნისს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ”ბორჯომი პალასში” (მის.: კ. გამსახურდია N17).

სამართლის სკოლის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/document/d/1u_heRf7PF1a1ge7F0Frii7kgeMPzwITOoGWGImJO-mA/edit?usp=sharing

პროექტის მეორე ნაწილი, იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩემპიონატი გაიმართება ქ. თბილისში. იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატის ვადები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1WV95z33eU-pjXHtMwFpYgRaN8PBe5fiaWOCXuQQqLSE/edit?usp=sharing

იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (გუნდი უნდა შედგებოდეს 2 წევრისაგან): ინდივიდუალურად დარეგისტრირებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სამართლის სკოლაში, ხოლო გუნდი - სამართლის სკოლასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2017 წლის 25 მაისის 23:59 საათისა:

ინდივიდუალური სარეგისტრაციო ფორმა - 
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSen9DCWKqcdauG78DCOlnUe4EsD0--0e71aJAen3PEoPR5oqQ/viewform?usp=sf_link

გუნდის სარეგისტრაციო ფორმა -
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfEnjwt4HlKYaNN2D8RvvJMu5IkL57JAnwNz94RUPsPRX-2ZQ/viewform?usp=sf_link

სამართლის სკოლის მონაწილეთა ტრანსპორტირება (თბილისი-ბორჯომი-თბილისი), სასტუმროში განთავსება, კვება და აკადემიური ნაწილისათვის საჭირო მატერიალები უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნინი ძიგუაშვილი 
(+995 598) 12 03 73
dziguashvilinini@gmail.com

მარიამ ქაშაკაშვილი
(+995 598) 17 77 97
✉ kashakashvili.mariam@gmail.co


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა