დოქტორანტურა

ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის!

მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის გამოცხადდა კონკურსი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ, ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:

მათემატიკური მეცნიერებები;
საინფორმაციო ტექნოლოგიები;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
საინჟინრო მეცნიერებები;
სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა