დოქტორანტურა

ლიეტუვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამები

გამოცხადდა ლიეტუვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამების მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი. პროექტი ითვალისწინებს  სამაგისტრო პროგრამებისა და ინტეგრირებული კვლევების განხორციელებას. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. დეტალური ინფორმაციის განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://studyin.lt/scholarships/full-time-masterdegree-studies/

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები 840 ევროს. ასევე, მიიღებენ გრანტს რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/

ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 1 ან 2 სემესტრი. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა