დოქტორანტურა

„კვლევის განვითარების პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში“

სურათი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „კვლევის განვითარების პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ივდით დიასამიძე, სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე და საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი შოთა როდინაძე.

პროექტი ითვალისწინებს რეგიონულ უნივერსიტეტებში ლოკალურ პრობლემებზე მორგებული საჭიროებების გადაჭრის გზების ძიებას და უნივერსიტეტების მხარდაჭერას ადმინისტრაციული რესურსის პროფესიული განვითარების მიმართულებით. სამუშაო შეხვედრები შეეხებოდა კვლევის კომერციალიზაციის, კვლევითი პროექტების დაგეგმვა/განხორციელებისა და სადოქტორო განათლების საკითხებს. კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით წარმართულ შეხვედრებში მონაწილეები გაეცნენ ამ კუთხით არსებულ ვითარებას, იმსჯელეს პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება  კვლევითი ქსელის ჩამოყალიბება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა