Interreg Next შავი ზღვის აუზის პროგრამა

პროექტის საწყისი შეხვედრა

სურათი

პროექტი 6 ოქტომბერს ჭოროხის დელტაზე გასვლით  დაიწყო. პროექტის მონაწილეებმა ადგილზე დაათვალიერეს არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს შავი ზღვის მძიმე მეტალებით, პლასტიკითა და მიკროპლასტიკით დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და დაბინძურებისაგან თავის აცილების გზებზე. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაზე. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა კვლევის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას. ვიზიტი ადგილობრივი და რეგიონული პრესისა და მედიის თანხლებით გაშუქდა.

გასვლითი ტურის შემდეგ,  ღონისძიება 7 ოქტომბერს, ბსუ-ში საწყისი შეხვედრით გაგრძელდა. ის ჩატარდა და გახდა ნაწილი ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის: „ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“.  პრეზენტაციებით წარსდგნენ:

  • პროექტის კოორდინატორი იზოლდა მაჭუტაძე -„თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვა“ , და  „ჭოროხის დელტის ზურმუხტის ქსელის მტკნარწყლიანი ტბორები და პლასტიკით დაბინძურება“
  • მოლდოვას კიშინიოვის “კონსტანტინ სტერეს” ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკური     სწავლების უნივერსიტეტი პროფ. ვიქტორია ტროფიმოვ „ევროპული პოლიტიკისა და ეკონომიკური სწავლების უნივერსიტეტი - 27 წელი მდგრადი განვითარებისაკენ
  • თურქეთი ტრაბზონის ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი პროფ. ქადირ სეიჰანი „ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი - ნიმუშების აღების სტრატეგია მდ. ჭოროხის ხეობაში“
  • საბერძნეთის სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი პროფ. ანტიჰონი ზაფეირაკო „ცნობიერების ამაღლება დათანამშრომლობა ეკოლოგიურად მდგრადი შავი ზღვისათვის“
  • რუმინეთის ტულცეას სამეცნიერო კვლევების და განვითარების ინსტიტუტიდოქტ. ქრისტინა დესპინა „ტულცეას დუნაის დელტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტი- 1970-2024“

 

მმართველი კომიტეტის სხდომა  და ვორქშოფი

 

7 ოქტომბერი

ბსუ-ს საკონფერენციო დარბაზი

პროექტის საწყისი შეხვედრის შემდეგ გაიმართა მმართველი კომიტეტის სხდომა, სადაც პროექტის მონაწილეებმა განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და განსაზღვრეს პროექტის განხორციელების გეგმები.  სხდომის შემდეგ შედგა ვორქშოფი რომელიც ეძღვნებოდა ტრანსსასაზღვრო ერთობლივი მენეჯმენტის  გეგმებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას.

8 ოქტომბერ

ვიზიტი ქობულეთში  ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში, სადაც ასევე განხილული იქნა სამოქმედო გეგმები.

 

24 ოქტომბერი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, გეოგრაფიის კაბინეტი;

სემინარი თემაზე: „პლასტიკით და ნანოპლასტიკით დაბინძურების შესწავლისათვის ნიმუშების აღების სტრატეგია“

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა