სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

სტრუქტურა

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის მთავარი კოორდინატორი, რომელიც ახდენს სამეცნიერო ცენტრში არსებული შიდა სამუშაოების კოორდინაციასა და მათ შესრულებაზე არის ანგარიშვალდებული სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის წინაშე, კომპიუტერული მიმართულების მენეჯერი (IT მენეჯერი), რომელიც პასუხისმგებელია კომპიუტერულ (ტექნიკური) უზრუნველყოფაზე, საიტის განახლებაზე და პასუხისმგებელია სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის წინაშე. ფაკულტეტებზე მთავარი კოორდინატორები და ფაკულტეტებზე არსებული სტუდენტთა სამეცნიერო კლუბებისა და  მიმართულებების  კოორდინატორები. ამასთანავე ჩართული არიან სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, კონფერენციების, კონკურსების, ინტელექტუალური თამაშების, სესიების, ღია ლექციების ორგანიზებასა და მართვაში.

ამ ეტაპზე სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრში 25 წევრია, ხელმძღვანელისა და შიდა საკოორდინაციო ჯგუფის წევრების ჩათვლით, რომელთაგან 9 წევრი ფაკულტეტების მიხედვით მთავარ კოორდინატორებად არიან დანიშნული, ხოლო დანარჩენი 16 წევრი აქტიურად საქმიანობს ფაკულტეტების სხვადასხვა მიმართულებებსა და სამეცნიერო კლუბებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა