ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2015 წლის 25-27 სექტემბერი
რეგისტრაციის ვადა გრძელდება 5 სექტემბრამდე
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პრობლემები;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ენა და კულტურა;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ადამიანი და გარემო;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ადამიანი გლობალიზებად სამყაროში;
ტურიზმის ფაკულტეტი
მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი;
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
თანამედროვე ტექნოლოგიების პრობლემები;
ფიზიკა-მათემატიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
გამოყენებითი მეცნიერებები თანამედროვე სამყაროში;
იურიდიული ფაკულტეტი
სამართლის განვითარების თანამედროვე ტენდენციები;
განათლების ფაკულტეტი
განათლების სექცია.
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
- მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს;
- სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისების ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე უარყოფითი პასუხი ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს.
- ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ განიხილება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- თემის აქტუალობა (ნაშრომი დაფუძნებული უნდა იყოს კვლევაზე);
- თემატიკის შესაბამისობა;
კონფერენციაში მონაწილეობისათვის სტატიისა და რეზიუმეს გაფორმების წესი:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატიების ელექტრონული ვერსიები შემდეგი წესების დაცვით:
- ნაშრომი და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. ველი: ზედა- 2,0 სმ, ქვედა - 2,0 სმ. მარცხენა - 3,0 სმ, მარჯვენა 1,5 სმ;
- შრიფტი Sylfaen ქართული ტექსტისთვის და Times New Roman ინგლისური ტექსტისთვის; (სტილი Normal, შრიფტის ზომა 12);
- სტრიქონთა შორის ინტერვალი 1,15;
- ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ.- ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi;
- ფორმულები აიკრიფოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1);
- სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს;
- სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი;
- გამოქვეყნებისთვის სტატიები წინასწარ შეირჩევა;
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული;
მნიშვნელოვანი თარიღები:
- თეზისების (არაუმეტეს 2 გვერდისა) და სტატიის (არაუმეტეს 5 გვერდისა) გადმოგზავნის ბოლო ვადაა 5 სექტემბერი. ( conference@bsu.edu.ge )
- 2015 წლის 2-7 სექტემბერი - სარედაქციო საბჭოს მიერ ნაშრომების განხილვა;
- 2015 წლის 9-10 სექტემბერი - აპლიკანტები მიიღებენ დასტურს/უარყოფას მონაწილეობასთან დაკავშირებით;
- 2015 წლის 25-27 სექტემბერი კონფერენციის გახსნა;
- კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები დაიბეჭდება და გადაეცემათ მონაწილეებს;
- მონაწილეებს პრეზენტაციისთვის დაეთმობათ 10-15 წთ, დებატები 8-10 წთ;
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეთათვის განსაზღვრულია უფასოდ:
- ნაშრომის დაბეჭდვა;
- დაბინავება;
- ბანკეტი;
- ექსკურსია;
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ელ.ფოსტა: gvantsa_turmanidze@bsu.edu.ge;
- მობ: +995 599 27-72-31; +995 591 98-30-33;
უკან |