სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი - ხელმძღვანელი პასუხისმგებელია სამეცნიერო საზოგადოების ეფექტურ საქმიანობაზე. ის ანგარიშვალდებულია სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობისა და საერთო კრების წინაშე.
სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილეები - ხელმძღვანელის მოადგილეები უზრუნველყოფს სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული შიდა სამუშაოების კოორდინაციას. ისინი, მათ შესრულებაზე არიან ანგარიშვალდებული სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელის წინაშე.
გამგეობა - გამგეობა შედგება ბსუ-ს საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან. გამგეობა შედგება 7 წევრისგან. ისინი უზრუნველყოფენ ფაკულტეტებზე არსებული სტუდენტთა სამეცნიერო კლუბებისა და მიმართულებების აქტიურ ფუნქციონირებას.
ამ ეტაპზე სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებაში 29 წევრია, აქედან:
ხელმძღვანელი, 2 - ხელმძღვანელის მოადგილე, 7 - გამგეობის წევრი, ხოლო დანარჩენი 19 წევრი აქტიურად საქმიანობს ფაკულტეტების სხვადასხვა მიმართულებებსა და სამეცნიერო კლუბებში.
უკან |