სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

ბსუ-ს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. სამეცნიერო სესიაში საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის 100-მდე სტუდენტი  მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდები მოხსენებებს წარმოადგენენ  ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე პრობლემები,  ენა და კულტურა, ადამიანი და გარემო, ადამიანი გლობალურ  სამყაროში, მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი, თანამედროვე ტექნოლოგიების პრობლემები, გამოყენებითი მეცნიერებები თანამედროვე სამყაროში, სამართლის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და განათლება.

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სეტიფიკატები და საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება კრებულში. სამეცნიერო სესია ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის, სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა