საჩუქრად ბიბლიოთეკას
1 ოქტომბერი 2015 წელი
საჩუქრად ბიბლიოთეკას
1. მერაბ ვანიშვილი, ბადრი გეჩბაია „სოციალური სფეროს ეკონომიკა და მართვა“. 2015 - წიგნში თანმიმდევრულადაა განხილული სოციალური სფეროს ეკონომიკა და მართვა ისეთი მნიშვნელოვანი თემების მიხედვით, როგორიცაა: სოციალური სფეროს ეკონომიკა და მართვის შესწავლის საგანი და კვლევის მეთოდოლოგია; სოციალური სფეროს ეკონომიკა და მართვა როგორც საზოგადოებრივი თეორია და პრაქტიკა; სოციალური დაზღვევა; შრომის ანაზღაურება; მოსახლეობის ცხოვრების დონე; სოციალური პარტნიორობა და სხვ.
2. ბადრი გეჩბაია, ანზორ დევაძე „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“ 2015. -
სახელმძღვანელო მომზადებულია ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სფეროში არსებული სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენების საფუძველზე. მასში განხილულია ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და სტრატეგია; კომპეტენტური მიდგომა ადამიანური რესურსების მენეჯმენტისადმი და სხვ.
სრულად