![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_16251_1_s.png)
ბსუ-ს მიერ 2021 წელს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ბაზების განახლებასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკის მიერ 2021 წლის 10 ნოემბერს ორგანიზებული და ჩატარებული იქნა ტრენინგი აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ტრენინგში მონაწილე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია ბსუ-ს ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ელექტრონული ბაზების შესახებ და დეტალურად იქნა განხილული სარგებლობის წესები.
დაინტერსებულმა პირებმა ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს აცნობეს ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების და ხარვეზების შესახებ.
უკან |