1 ივლისი 2015 წელი

ნაშრომში განხილულია იმ ეკონომიკური რეფორმების არსი, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ქვეყნის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. გაანალიზებულია საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების როგორც მიღწევები, ისე ამ პროცესში დაშვებული შეცდომებიც. გამოკვეთილია უახლოეს მომავალში საქართველოში გასატარებელი ეკონომიკური რეფორმების მაგისტრალური გზა.