2 ივნისი 2016 წელი

მურმან გორგოშაძის ავტორობით ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოეცა წიგნი ,,საუბრები ეროვნულ ცნობიერებაზე“. ,,საუბრებში“ მოკლედაა მიმოხილული ეროვნული ცნობიერების ცნების, შინაარსის, სტრუქტურის, ეროვნული ცნობიერების ეროვნულ თვითცნობიერებასთან და რელიგიასთან მიმართების რამდენიმე თეორიული ასპექტი; მოთხრობილია ეროვნული ცნობიერების სიმყარისა და მისი საფრთხეების შესახებ; მოცემულია ერისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების რამდენიმე მოდელი.