18 აპრილი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ ბიბლიოთეკის www.gsscode.ge წარდგინება გაიმართა. გაერთიანებული ქართული სისტემების წარმომადგენელმა სტუდენტებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ონლაინ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და შესაძლებლობები გააცნო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩაერთო გაერთიანებული ქართული სისტემების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში „GSS for Education“. პროგრამა ბსუ-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს ისარგებლოს იურიდიული ლექსიკონისა და საკანონმდებლო აქტების ელექტრონული ბიბლიოთეკით.