აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ინსტიტუტში შემუშავებული ტექნოლოგიები მეწარმეობაში დაინერგება

სურათი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგრარული და კვების პროდუქტების განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ასლან დევაძემ. ფორუმის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ხანიშვილთან და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყილაძესთან გამართულ შეხვედრაზე მკვლევარმა  ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების შედეგებზე, მათი მეწარმეობის განვითარებაში გამოყენების პოტენციალზე ისაუბრა.

კვლევების შედეგები, აქტუალობისა და შემუშავებული ტექნოლოგიების მაღალი პრაქტიკული ღირებულებების გათვალისწინებით გამოიყენება მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობის ფონდის ფარგლებში საგრანტო და საკრედიტო რესურსების მოპოვებაზე წარსადგენი პროექტების შემუშავებისას. დაიგეგმა მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ფონდის ორგანიზებით ფორუმის ჩატარება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა