ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტმა უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, მოსწავლეებს უმასპინძლა. კომპლექსური ღონისძიების მიზანი იყო საბუნებისმეტყველო და აგრარულ მიმართულებებით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიება „ერთი დღე უნივერსიტეტში“ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ბათუმის 22, საჯარო სკოლის, ხალის, მახუნცეთის, გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქიმიის და ბიოლოგიის პედაგოგები.
ღონისძიება მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
- ქიმიის მიმართულება - საჩვენებელი სადემონსტრაციო ცდების ჩვენება, სკოლებში ქიმიის საგნობრივი ცოდნის გაღრმავების და ცდის ჩატარების უნარ-ჩვევების მოდერატორები: ქიმიის სპეციალობის III კურსის სტუდენტები - მარიამ რუხაძე, გოჩა მგელაძე, რომლებმაც მოსწავლეებს უჩვენეს სადემონსტრაციო ცდები: „ ქიმიური ბარი“; იოდის საათი; „ცეცხლი წყალზე“; „ვულკანი“; „ანთებული კვარი“. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნულ აქტივობებში, მათ განსაკუთრებით დიდი დაინტერესება გამოხატეს ქიმიური პროცესების მიმდინარეობის მიმართ, მონაწილეობა მიიღეს ქიმიური რეაქციების განტოლებების შედგენისა და სადემონსტრაციო ცდების ქიმიზმის ახსნის პროცესში.
- გეოგრაფიის მიმართულება - სკოლებში გეოგრაფიის სწავლების პროცესში ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში განხორციელდა ვიქტორინა Kahoot-ის სასწავლო პლატფორმის ბაზაზე; მოსწავლეები ასევე გაეცნენ გეოგრაფიის სასწავლო-საველე პრაქტიკების მარშრუტებს, მოდერატორი - გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი - ცირა ქამადაძე.
- ფიზიკის მიმართულება - STEM განათლების როლი მოსწავლეთა განვითარებაში (მოსწავლეები ნიკოლა ტესლას კვალდაკვალ). მოდერატორები: ფიზიკის სპეციალობის მაგისტრანტი, სკოლა „ევრო-2000“ ფიზიკის მასწავლებელი - მათე გოგმაჩაძე, სკოლა „ევრო-2000“ მე-10 კლასის მოსწავლეები - ვიტალი დიასამიძე და ნიკოლოზ პეტრიძე. მოდერატორებმა სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით განახორციელეს მინი-ცდები:
- წყალი და ელექტროობა. ატარებს თუ არა ჩვეულებრივი წყალი ელექტრულ დენს?
- მზის ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა;
- გენერატორი, კონდენსატორი და ლედ განათება. მექანიკურ ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა;
- მიწისძვრის სიგნალიზაცია, რომელიც რხევებზე იწყებს სირენადის ჩართვას;
- განსაზღვრა, არის თუ არა ნათურა გადამწვარი;
- FM რადიო Boffin 750 გამოყენებით;
- AM რადიო Boffin 750 გამოყენებით;
- ნათურის უსადენოდ ანთება;
- ტესლას გენერატორი, გადამწვარი ნათურის ანთება;
- ფოტოტრანზისტორი, რომელსაც შეუძლია გაგზავნოს სიგნალი დიდ დისტანციაზე, რის შედეგადაც ისმის ხმა დინამიკში.
- ფარმაციის მიმართულება - განხორციელდა სამკურნალო მცენარეული ნედლეულის (ევკალიპტი, პიტნა, წიწმატურა) მიკროსკოპული პრეპარატების ანალიზი. მოდერატორი - ფარმაციის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი ლინდა ცინცაძე. მან მოსწავლეებს გააცნო მიკროსკოპული პრეპარატების დამზადების ტექნოლოგია და უჯრედული ჩანართების მახასიათებლების (ბუსუსების, ეთერზეთოვანი სათავსოების, ბაგის უჯრედების) პოვნა მიკროსკოპის გამოყენებით, მათი დიფერენცირების საფუძველზე.
- ეკოლოგიის მიმართულება - გარემოს დაცვითი ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებული უფროს კლასელებისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტების ჩართულობით ეკოტურების ორგანიზებისთვის, ველზე მუშაობის უნარ-ჩვევების ფორმირების მიზნით, მოსწავლეები გაეცნენ საველე პორტატული ხელსაწყოების: მრავალპარამეტრიანი წყალგაუმტარი მრიცხველის, GPS ნავიგატორის, საველე მიკროსკოპის, პორტატული pH მეტრის, ასევე მსოფლიო ფლორის სარკვევის აპლიკაციის და ფონური კვლევისთვის მცენარეულობის აღწერის ანკეტის გამოყენების წესებს. მოდერატორები: ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ნანი გვარიშვილი, ეკოლოგიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი - ლელა სურმანიძე.
- აგრარული მიმართულება - ვიტამინი C-ს ხარისხობრივი განსაზღვრა ხილის (ციტრუსების) წვენში. მოდერატორი - აგრარული ტექნოლოგიების მე-3 კურსის სტუდენტი ლია დავითაძე. მან მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით განახორციელა ფერადი რეაქციები, რომელთა საფუძველზე შეძლო ვიტამინ C-ს იდენტიფიკაცია საანალიზო მასალაში.
უკან |