აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობა სწავლებასა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პროცესში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო კიკნაძემ წაიკითხა ღია ლექცია  თემაზე: გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობა სწავლებასა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის პროცესში (Erasmus Mundus, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მაგალითზე)“. მომხსენებელმა პრეზენტაციაზე  ისაუბრა ALRAKIS II-ის  გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებასა და პოსტდოქტორანტულ კვლევებზე. ასოცირებულმა პროფესორმა ნინო კიკნაძემ ასევე წარმოადგინა მობილობის პერიოდში მის მიერ განხორციელებულ აქტივობები და  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (USC).  სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერ-თანამშრომლებს მიაწოდა ინფორმაცია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სპეციალობების, აკადემიური ხარისხების შესახებ მათთვის საინტერესო მიმართულებებით.

მკვლევარმა ასევე წარმოადგინა ანალიტიკური კვლევის ძირითადი მიმართულებები და აპარატურა, რომელიც ემსახურება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების მიერ წარმოებულ სამეცნიერო კვლევებს.

ღონისძიების დასასრულს მომხსენებელმა წარმოადგინა თავისი მობილობის პერიოდში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის დადებული კონვენცია, რომელიც ითვალისწინებს როგორც სამივე საფეხურზე თანამშრომლობას, ასევე ტრენინგებს, დოკუმენტაციის გაცვლას, ერთობლივ კონფერენციებს, პუბლიკაციებს, სამეცნიერო პროექტებს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა