აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

მკვლევრებმა ექსპერიმენტული მიკროფილტრაციული დანადგარი შექმნეს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა მიკროფილტრაციული დანადგარი შექმნეს. დანადგარი ბრტყელი პოლიმერული მემბრანებით დაკომპლექტებულ ტუმბოთი აღჭურვილი ფილტრაციულ მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თხევადი კვების პროდუქტების (ალკოჰოლური და უალკოჰოლური სასმელები, წვენები, მინერალური წყლები, ექსტრაქტები) ფილტრაცია, თხევად პროდუქტისთვის მდგრადი გამჭირვალობის და მიკრობიოლოგიური სტაბილურობის მინიჭება და  სასაქონლო სახის გაუმჯობესება. მიკროფილტრაციული დანადგარის ინოვაციურ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მის დასამზადებლად გამოყენებულია თერმო და ქიმიურად მდგრადი მოდიფიცირებული პოლიმერი - ფთოროპლასტი. მკვლევრების მიერ შემუშავებული ჰიდრო და ქიმიური  მეთოდებით რეგენერაციის ტექნოლოგიური რეჟიმის გამოყენება საშუალებას იძლევა მისი მრავალჯერად   მოხმარების საშუალებას.

 

ინოვაციური მხარე და ძირითადი უპირატესობები:


მიკროფილტრაციული დანადგარის ინოვაციურ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ მის დასამზადებლად გამოყენებულია თერმო და ქიმიურად მდგრადი მოდიფიცირებული პოლიმერი - ფთოროპლასტი.  მკვლევრების მიერ შემუშავებული ჰიდრო და ქიმიური  მეთოდებით რეგენერაციის ტექნოლოგიური რეჟიმის გამოყენება საშუალებას იძლევა მისი მრავალჯერადად   მოხმარების საშუალებას.
მიკროფილტრაციული დანადგარის ძირითადი  უპირატესობებია:
• კომპაქტურობა (სამუშაო ფართი  0,5 მ2 );
• პორტატულობა;
• მრავალჯერადი გამოყენება, აპარატის დაშლის გარეშე მემბრანის რეგენერაციის (წარმადობის  აღდგენის)  შესაძლებლობით;
• მაღალი წარმადობა  (300-500 ლ/მ2სთ)  და ეფექტურობა;
• უცხოურ მიკროფილტრაციული დანადგარებთან   შედარებით დაბალი ღირებულება.


გამოყენების სფეროები

მიკროფილტრაციული დანადგარის  შესაძლო მომხმარებლებია: ღვინის მწარმოებელი  კერძო ფერმერები;  სხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლური სასმელების, წვენების, ფარმაკოლოგიური პრეპარატების, მინერალური წყლების ჩამომსხმელი დიდი თუ მცირე საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ თხევადი პროდუქტის წარმოებას და ტექნოლოგიური სქემის სხვადასხვა საფეხურზე საჭიროებენ  ფილტრაციას.
ფილტრაციული აპარატის ჩამოსხმის (ფინიშურ) სტადიაზე გამოყენებით ხდება პროდუქტის გაუსნებოვნებაც,  ე. წ. ცივი სტერილიზაცია.


შემუშავების სტადია

შემუშავებულია და დამზადებულია მიკროფილტრაციული დანადგარი;
დადგენილია ფილტრაციის და გაბინდული აპარატის რეგენერაციის რეჟიმები;
შემუშავებულია  ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები.
დამზადებულია  ექსპერიმენტული მიკროფილტრაციული დანადგარი,  სამუშაო ფართი
0,5 მ2,  ჩვენს პირობებში შესაძლებელია 10 მ2 სამუშაო ფართის დანადგარის დამზადება.
საკონტაქტო პირი რაულ გოცირიძე
საქართველო, ბათუმი გრიშაშვილის #5  (თამარის დასახლება).
ტელეფონი 577141078
ელფოსტა: niimt@bk.ru
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა