აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ტრენინგი კლიმატისა და აგროკლიმატის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტებისათვის ტრენინგი ჩატარდა  კლიმატისა და აგროკლიმატის საკითხებზე. თელავივის უნივერსიტეტის ექსპერტმა ხოჯა ნიაზოვამ ტრენინგის მონაწილეებს გააცნო ფონდ „იორ ფორესტი“-ს მიერ ბათუმის გარშემო განლაგებული კლიმატური და აგროკლიმატური ავტომატიზირებული სადგურების გამოყენების ტექნიკური საკითხები და კვლევების ჩატარების მეთოდები. კომპლექსური სადგური მიერ მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ქალაქის ურბანული, კლიმატური, ტურისტულის, უსაფრთხოების და ჯანდაცვის, პრობლემების მოსაგვარებლად.

ტრენინგში ონლაინრეჟიმში ჩაერთვებიან თელავივის  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხებენ.

სწავლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თელავივის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია „პროგრეს ტექს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა