აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ინსტიტუტის მკვლევარებისათვის ტრენინგი ჩატარდა

სურათი

14-19 დეკემბერს იაპონური ფირმა Shimadzu-ს  წარმომადგენელმა უკრაინაში, Shimukraine-ის გენერალური დირექტორის მოადგილე სპექტრალურ აღჭურვილობაში ივან ოგოროდნიკმა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარებისათვის ტრენინგი ჩაატარა. მეცნიერ-თანამშრომელები გაეცნენ ანალიტიკური აპარატურის, ინდუქტიურად დაკავშირებულ პლაზმურ ატომურ-ემისიურ სპექტრომეტრის - Shimadzu ICPE-9820, ულტრაიისფერ სპექტრომეტრის - UV-1800 მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ტრენინგს მკვლევარებთან ერთად, სხვადასხვა ნავთობკომპანიის ლაბორატორიების მენეჯერები, ანალიტიკოსები, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა აითვისეს აპარატურაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა