აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

“მემბრანული ტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები”

სურათი

მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო მხეიძემ  სემინარი ჩაატარა თემაზე: “მემბრანული ტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივები”. მკვლევარმა ისაუბრა მემბრანული  ტექნოლოგიების განვითარების ისტორიასა და სხვადასხვა დარგში მისი გამოყენების შესაძლებლობაზე. მემბრანული ტექნოლოგიების (მიკროფილტრაცია, ელექტროდიალიზი, ულტრაფილტრაცია, უკუოსმოსი) საშუალებით შესაძლებელია მოვახდინოთ თხევადი და აირადი ნარევების დაყოფა, კონცენტრირება, დაწმენდა მოლეკულურ დონეზე,  ღირებული კომპონენტების გამოყოფა და  ნარჩენების მეორადი უტილიზაცია.   
მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილებაში პოლიმერული მასალებისგან ხორციელდება მიკროფილტრაციული, ულტრაფილტრაციული და უკუოსმოსური მემბრანების სინთეზი და მოდიფიცირება; სინთეზირებული პოლიმერული მემბრანების გამოყენებით ფილტრაციული მოწყობილობების შემუშავება და გამოიყენება  სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის  (გაკრიალება, მიკრობიოლოგიური გაუსნებოვნება)  ალკოჰოლური სასმელების, წვენების, სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტების გაკრიალება-კონცენტრირება–სტერილიზაციისთვის,  ჩამდინარე წყლებიდან და კვების პროდუქტების წარმოების ნარჩენებიდან (რძის შრატი, ციტრუსების წვენის წარმოების) ღირებული კომპონენტების  რეკუპერაციისთვის.
მემბრანული ტექნოლოგიები და დანადგარები სჭირდება ჩვენს  ისეთ ორგანიზაციების, როგორიცაა: ჯანდაცვის და ფარმაცევტული, ნავთობტერმინალი, წყალმომარაგების, მეღვინეობის, რძის, ლუდის, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების, ბენზინგასამართი სადგურები და სხვა ცალკეული ობიექტები.
მიკრო, ულტრაფილტრაციული და უკუოსმოსური მემბრანების ფორიანობის განსაზღვრა განხორციელდება მემბრანების სინთეზის ლაბორატორიაში, რომელიც აღიჭურვა  ბელგიური ფირმის ,,პორომეტერი“-ს წარმოების ახალი აპარატურით–მემბრანის ფირის დასაფენი მოწყობილობით და მემბრანის ფორიანობის განმსაზღვრელი ინსტრუმენტით. მემბრანული ფილტრაციული აპარატის დამზადება შესაძლებელია  ინსტიტუტის მექანიკურ საამქროში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა