სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი

სტუდენტური ფესტივალი - 2014

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდენტური ფესტივალი - 2014“-ში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები სამეცნიერო, შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში წარმოაჩინეს. ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა უნვერსიტეტის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, ბსუ-ს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ტბეთი“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი წარსდგა. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ ფილმების ჩვენებაზე სტუდენტთა ჯგუფის ფილმის პრემიერა შედგა თემაზე: „the pickupers“. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (USAID) ფესტივალის ეგიდითა და ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა აქტუალურ შემდეგ საკითხებზე: „ტრანსპორტის და ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში“, „სურსათის უვნებლობის კონტროლი საქართველოში“, „წვენების ნატურალობის განსაზღვრა“ და „ხმაურით დაბინძურება“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა