ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ცერემონიაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბარამიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედიშერ ჩავლეიშვილმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის ორგანიზებით სესია გაიმართა თემაზე: „25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღე“. კონფერენციის დასასრულს გაიმართა 25 თებერვლის ამსახველი ისტორიული კადრების ჩვენება და დისკუსია.
უკან |