16 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფი. მოხსენების თემა: ,,შავშთა, კლარჯთა და ტაოელთა შენახული ენისა და კულტურის კომპლექსური კვლევის შედეგები“ - მომხსენებელი პროფესორი მამია ფაღავა. თანამომხსენებლები: პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, პროფესორი ზაზა შაშიკაძე, პროფესორი ჯემალ კარალიძე, პროფესორი რამაზ ხალვაში, პროფესორი ნუგზარ მგელაძე, პროფესორი მაია ბარამიძე.
მომხსენებლებმა ისაუბრეს 1995-2023 წლებში ჭოროხის ,,ქვეყნებში“ (აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო), ისტორიულ ლაზეთსა და თურქეთის პროვინციებში გაშენებულ ქართველ მუჰაჯირთა დასახლებებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე და პერსპექტივებზე.
უკან |